გომბორის უღელტეხილიდან ავტომობილი გადავარდა – არიან დაშვებულები

შემთხვევა სოფელ კობაძეებთან დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
Sputnik

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. გომბორის უღელტეხილზე მსუბუქი ავტომობილი საავტომობილო გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა სოფელ კობაძეებთან დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისიდან თელავის მიმართულებით მოძრავი „მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა გზიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

მაშველებმა მათი ამოყვანა შეძლეს და ორივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო სამსახურების ეკიპაჟები.