გახარია: შატილში ახალი სკოლა აშენდება

ახალი სკოლის მშენებლობა, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მალე დაიწყება.
Sputnik

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

შატილში ერთადერთი სკოლა დაიწვა

დუშეთის რაიონის სოფელ შატილში გუშინ ხანძრის შედეგად ერთადერთი სკოლა დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სკოლა-პანსიონში სასწავლო პროცესის გაგრძელება შეუძლებელია.

პრემიერის განცხადებით, სასწავლო პროცესი შატილში არ შეფერხდება, მოსწავლეებისთვის დროებით ალტერნატიული შენობა იქნება გამოყოფილი.

„სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება", – აღნიშნა გახარიამ.

ხევსურეთის სოფლის სკოლის მშენებლობას „მთის განვითარების ფონდი“ დააფინანსებს.