„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის მაღაროში მუშის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან მანგანეზი“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს.
Sputnik

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშის გარდაცვალების მიზეზი სანგრევი სამუშაოების დროს მომხდარი ინციდენტი გახდა.

ჭიათურაში მაღაროში მუშა გარდაიცვალა

შემთხვევა 17 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელი, 29 წლის გ.ბ. დაიღუპა, რომლის გარდაცვალების მიზეზს ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს.

„ჯორჯიან მანგანეზი“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მანგანუმის მადანს ჭიათურაში 1879 წლიდან მოიპოვებენ. დღეისათვის იქ ხუთი მაღარო და მანგანუმის გადამამუშავებელი ქარხანა მუშაობს.