ყალბი Sony-ს ფირმის მაგნიტოფონები: დაკავებულია ერთი პირი

აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულ დამნაშავეს ორ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების ფაქტზე ერთი პირი ამხილა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში მობილურ ტელეფონებს მოტყუებით ეუფლებოდნენ - დაკავებულია ერთი პირი

გავრცელებული ინფორმაციით, იმერეთში ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა საკუთარი პროდუქციის უკეთესად გასაყიდად ავტომანქანის უხარისხო მაგნიტოფონს ბრენდი Sony-ს სასაქონლო ნიშანი დააკრა და ისე გაასაღა.

სამართალდამცველებმა ჩხრეკისას 39 ერთეული კონტრაფაქციული ტექნიკა ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.