წულუკიანი: პრეზიდენტი რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას
© Sputnik
„პრეზიდენტი რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პროკურატურაში კითხვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას. თქვენ გახსოვთ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა მორატორიუმი გამოაცხადა, რომელიც, რა თქმა უნდა, დროებითია, მაშინ ბრძანა, რომ საქართველოს პარლამენტთან ერთად დაიწყებოდა შესაბამის ახალ ნორმებზე მუშაობა. ჩემთვის არ არის ცნობილი, რა ეტაპზეა ეს პროცესი“, – ამბობს თეა წულუკიანი.
პრეზიდენტის მიერ სკანდალური შეწყალების საქმეზე საქართველოს პროკურატურაში გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.