მიწისძვრები საქართველოში და მის საზღვრებთან – როგორ ავიცილოთ მსხვერპლი

პრესკონფერენცია თემაზე „მიწისძვრები საქართველოში და მის საზღვრებთან – როგორ ავიცილოთ მსხვერპლი" „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში პარასკევს, 18 ოქტომბერს, 13:00 საათზე გაიმართება.
Sputnik

2000-2010 წლებში მსოფლიოს მასშტაბით მიწისძვრების მსხვერპლი 43%-ით უფრო მეტი ადამიანი გახდა, ვიდრე 1950-2000 წლებში, ანუ 50 წლის განმავლობაში. საქართველოსა და მის მოსაზღვრე სახელმწიფოების ტერიტორიებზე ასევე გაიზარდა მიწისძვრების რიცხვი – მათი რაოდენობა აგვისტოდან ათზე მეტი იყო.

ქართველი სეისმოლოგები და მშენებლები საუბრობენ საშიშროებაზე, რომელიც ემუქრება თბილისს და აცხადებენ, რომ ახალაშენებული საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს.

რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს გაზრდილმა სეისმოაქტივობამ, რა პრობლემების წინაშე დგას საქართველოს დედაქალაქი მშენებლობების რეგულაციებისა და შენობების სეისმომედეგობის მოთხოვნების შესაბამისობის თვალსაზრისით, მიწისძვრის პროგნოზირების რომელ პროგრამებს სთავაზობენ მეცნიერები მთავრობას? – ჟურნალისტების ამ და სხვა კითხვებს უპასუხებენ

პრესკონფერენციის მონაწილეები:

- პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ საკანდელიძე;

- „საქართველოს მშენებელთა ლიგის" წარმომადგენლები მერაბ კეკელიძე და ნუგზარ შეყილაძე.

მასმედიის წარმომადგენლებს გიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №61. მე-5 სართული, С ბლოკი.

მედიასაშუალებების აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელეფონი: +995555908977.

განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია მისამართზე: media@sputnik-georgia.com