მსოფლიო დღეს

მამაკაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა და ცხედრები დაწვა

მეუღლე მამაკაცის დეიდაშვილი იყო.
Sputnik

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ბაქოში მცხოვრებმა 48 წლის მამაკაცმა ცოლი და სიდედრი დანით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვის დროს ავტობუსის ქვეშ აღმოჩნდა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი".

ორხევში ნათლიამ ნათლული მოკლა: რა გახდა სასტიკი მკვლელობის მიზეზი

სააგენტოს მონაცემებით, ორივე ქალი ადგილზე დაიღუპა. მეუღლე მამაკაცის დეიდაშვილი იყო, სიდედრი კი დეიდა.

მამაკაცმა დანაშაულის დაფარვის მიზნით ცხედრებს საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის დროს მამაკაცს სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა და ის ქალაქის საავადმყოფოში აღმოჩნდა.

პოლიცია დანაშაულის მიზეზებს არკვევს.