ლიდერი სამხრეთ კავკასიაში: საქართველო ყველაზე იშვიათად ხდება კიბერთავდასხმების სამიზნე

2019 წლის მეორე კვარტალში ინტერნეტ-მომხმარებელთა კომპიუტერები ნაკლებად განიცდიან ვებ-შეტევებს.
Sputnik

თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში 2019 წლის მეორე კვარტალში ინტერნეტ-თავდასხმები მნიშვნელოვნად შემცირდა, მაშინ, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანში ანალოგიური მაჩვენებლები წინანდელთან შედარებით გაიზარდა, განუცხადეს Sputnik-ს კასპერსკის ლაბორატორიაში.

2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ინტერნეტ-თავდასხმებს მომხმარებელთა 14,2% გადააწყდა. ამ მაჩვენებელმა პირველ კვარტალში 16% შეადგინა. სომხეთმა მეორე კვარტალში 15,4%-ით მე-13 ადგილი დაიკავა იმ ქვეყნების ოცეულში, რომელთა მომხმარებლები ყველაზე ხშირად განიცდიან ვებ-თავდასხმებს. პირველ კვარტალში კი სომხეთი 16,13%-ით ამ რეიტინგში ვერ მოხვდა.

საქართველო რუსეთს ჰაკერს გადასცემს

აზერბაიჯანმა მსოფლიოს მასშტაბით მე-8 ადგილი დაიკავა, პირველ კვარტალში – მე-11 ადგილი. იქ თავდასხმები დარეგისტრირდა მომხმარებელთა 16,59%-ის კომპიუტერებზე, პირველ კვარტალში – 18,28%-ის კომპიუტერებზე.

„საშუალოდ მეორე კვარტალში მსოფლიოში ინტერნეტ-მომხმარებელთა კომპიუტერების 12,12% ერთხელ მაინც გახდა Malware კლასის ვებ-შეტევის სამიზნე, პირველ კვარტალში კი – 13,18%“, – ამბობენ კასპერსკის ლაბორატორიაში.

ისინი მომხმარებელს ურჩევენ ინტერნეტ-თავდასხმებისგან თავდაცვის მიზნით საიმედო ანტივირუსები გამოიყენონ.