ყვითელი ამბები

ვინ არის სომეხი წარმომავლობის ქალი, რომელზეც კახა ცისკარიძემ საიდუმლოდ იქორწინა – ფოტოები

რუსული მასმედია აქტიურად წერს იმაზე, რომ ცნობილი ქართველი მომღერალი ცოლს გაშორდა და ახალ მეუღლესთან ერთად ბათუმში ცხოვრობს.
Sputnik

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სი კახა ცის­კა­რი­ძე, იგი­ვე კა­ხა­ბე­რი რუ­სუ­ლი ყვი­თე­ლი პრე­სის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. იქა­უ­რი მასმე­დი­ის ცნო­ბით, კა­ხა­ბერ­მა ერთი წლის წინ Comedy Woman-ის მსა­ხი­ობ­ზე ნა­ტა­ლია ეპ­რი­კი­ან­ზე იქორ­წი­ნა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა 2017 წელს და­ი­წყო, ხოლო სა­ჯა­როდ ერ­თად ერთი წლის წინ ერე­ვან­ში Comedy Woman-ის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მოჩ­ნდნენ.

თუ რუ­სულ პრე­სას და­ვუ­ჯე­რებთ, ისი­ნი ბა­თუმ­ში ცხოვ­რო­ბენ და, უფრო მე­ტიც, სა­ერ­თო შვი­ლის მო­ლო­დინ­ში არი­ან. თა­ვად ნა­ტა­ლიას Instagram-ის გვერ­დზე კა­ხა­ბერ­თან ერთად გა­და­ღე­ბუ­ლი არა­ერ­თი ფოტო უდევს.

ნა­ტა­ლია ეპ­რი­კი­ა­ნი 1978 წელს თბი­ლი­სე­ლი სომ­ხე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კურ გიმ­ნა­ზი­ა­ში სწავ­ლობ­და, თუმ­ცა 14 წლის ასაკ­ში სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და და სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და.

ეპ­რი­კი­ა­ნის ოჯახ­მა რუ­სეთ­ში იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბული პირ­ის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო. ნა­ტა­ლი­ამ რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა და პრო­ფე­სი­ით მა­თე­მა­ტი­კოს-ეკო­ნო­მის­ტია.

2006 წელს ნა­ტა­ლი­ამ იუ­მო­რის­ტუ­ლი პრო­ექ­ტი Made in Woman შექ­მნა, რო­მე­ლიც ТНТ-ს არხზე 2008 წლის 21 ნო­ემ­ბერს გა­ვი­და და სა­ხე­ლიც შე­ეც­ვა­ლა. სწო­რედ ეთერ­ში გას­ვლი­სას ეწო­და პრო­ექტს Comedy Woman. ნა­ტა­ლი­ას ჰყავს ძმა, რო­მე­ლიც მუ­სი­კო­სია.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ხა­ბერს, ის ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სია, რო­მე­ლიც ქარ­თულ შოუ-ბიზ­ნეს­ში თავ­და­პირ­ვე­ლად კა­ხუ­ჩე­ლას სა­ხე­ლით გა­მოჩ­ნდა. წარ­სულ­ში და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო მი­რან­და ბაქ­რა­ძე­ზე, წყვილს შვი­ლიც ჰყავს, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ოჯა­ხი და­ინ­გრა.