ბოლნისში ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია.
Sputnik

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ბოლნისის რაიონში ქმარმა ცოლი მოკლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მამაკაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა და ცხედრები დაწვა

შემთხვევა სოფელ ტალავერში გუშინ, საღამოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე ქალი მეუღლემ ქამრით გაგუდა. მამაკაცმა მეუღლის ცხედარი ავტომობილით პოლიციის განყოფილებაში წაიღო და დანაშულის შესახებ განაცხადა.

გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 111–109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით.