როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 19 ოქტომბერს

დედაქალაქში შაბათს ჰაერი 26 გრადუსამდე გათბება
Sputnik

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. სინოპტიკოსები შაბათს, 19 ოქტომბერს თბილისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ.

გამთენიისას ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით მაქსიმალური +26 გრადუსი იქნება. ქარი 8-13 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:16 საათზე ამოვა და 18:14 საათზე ჩავა.