თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. დუშეთის რაიონის სოფელ შატილში ხანძრის შედეგად ერთადერთი სკოლა დაიწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული.
აღნიშნულ სკოლას სარემონტო სამუშაოები სულ ახლახან ჩაუტარდა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, ხანძრის მასშტაბების გათვალისწინებით, ამ შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელება, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, შეუძლებელი იქნება.