მსოფლიო დღეს

თურქეთიდან 33 სექს-მუშაკი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები გამოაძევეს

დაკავებულთა შორის ასევე იყვნენ უზბეკეთის, ყირგიზეთის, რუსეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები.
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთიდან უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე პროსტიტუციის ბრალდებით გამოაძევეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თურქეთის პოლიციამ პროსტიტუციის ბრალდებით რვა ქართველი ქალი დააკავა

ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, 15 ოქტომბერს ართვინის პროვინციის ქალაქ ხოფაში სექს-მუშაკების დაკავების ოპერაცია ერთდროულად რამდენიმე სასტუმროსა და ღამის კლუბში ჩატარდა. დაკავებულთა შორის საქართველოს რვა მოქალაქე იყო.

დაკავებულთა შორის ასევე იყვნენ უზბეკეთის, ყირგიზეთის, რუსეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები.