მსოფლიო დღეს

საშინელი სტატისტიკა: რამდენი ბავშვის სიცოცხლეს გადაარჩენს ხელის დაბანა?

საუბარია ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა დიზენტერია, ჰეპატიტი А, მუცლის ტიპი, როტავირუსული ინფექციები და სხვა, რომელთა გავრცელებასაც არასაკმარისი ჰიგიენა იწვევს.
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. მთელ მსოფლიოში თითქმის 1,5 მილიონი ბავშვი იღუპება ინფექციებისგან, რაც დაბინძურებული ხელებიდან ჩნდება – ასეთ საშინელ სტატისტიკას აქვეყნებს რუსეთის „როსპოტრებნადზორი".

საუბარია ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა დიზენტერია, ჰეპატიტი А, მუცლის ტიპი, როტავირუსული ინფექციები და სხვ., რომელთა გავრცელებასაც არასაკმარისი ჰიგიენა იწვევს.

„მსოფლიოში ყოველწლიურად 1,4 მილიონზე მეტი ბავშვი იღუპება დიარეის ან პნევმონიისგან, ინფექციებითაა განპირობებული ახალშობილების გარდაცვალების 15%. ამ დანაკარგის თავიდან აცილების ეფექტური ხერხია ხელების საპნით დაბანა", – აცხადებენ "როსპოტრებნადზორში".
სანამ საცურაო აუზზე წახვალთ... სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები და რჩევები

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, დამტკიცებულია, რომ როდესაც მშობლები ხშირად იბანენ ხელს საპნით, ეს ხელს უწყობს ადრეული ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობის შემცირებას მწვავე რესპირატორული ინფექციებისგან 20%-ით და მწვავე ნაწლავური ინფექციებისგან – 50%-ით.

„როსპოტრებნადზორის" დარგობრივი სტატისტიკური დაკვირვების ოფიციალური ფორმების მიხედვით, საშუალოდ წელიწადში საყოფაცხოვრებო-კონტაქტური გადაცემის გზით, რომლის ძირითადი ელემენტია ჭუჭყიანი ხელები, ხდება 300-ზე მეტი ინფექციური დაავადების აფეთქება, ამასთან, ამ აფეთქებების შედეგად 85%-ზე მეტ შემთხვევაში დაზარალებული ბავშვები არიან", – ნათქვამია სტატიაში.

ძველი პროდუქტები და პერსონალის პირადი ჰიგიენა – რა ვითარებაა რესტორნებში>>

ჭუჭყიანი ხელები ინფექციური და პარაზიტული დაავადებების მთელი სპექტრის გადაცემის ფაქტორია. ამასთან, დაავადების გადაცემა ხდება როგორც პირდაპირ, ისე დაბინძურებული ზედაპირის, რბილი სათამაშოებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით.