ქუთაისში სკოლის მეორე სართულიდან სამი მოსწავლე გადმოხტა

ერთ-ერთი მოზარდი ქვედა კიდურების ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისის N9 საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულიდან სამი მოსწავლე გადმოხტა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გლდანში ოთხი წლის „სპაიდერმენი" მერვე სართულიდან გადმოხტა - როგორია ბავშვის მდგომარეობა

შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამი მეათეკლასელი მეორე სართულის ფანჯრიდან იმის გამო გადმოხტა, რომ ისინი მასწავლებელმა გაკვეთილიდან არ გაათავისუფლა.

ორი მოზარდი ადგილიდან გაიქცა. მესამე მოზარდი კი ქვედა კიდურების ტრავმით ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.