ყვითელი ამბები

ვინ არის წყვილი, რომლის ქორწილსაც სოციალურ ქსელში განიხილავენ – ფოტოები

ინტერიერი ცნობილი დიზაინერის ანი პირველის მიერ იყო გაფორმებული, რომელიც საზოგადოებამ პირველად დიზაინერ ანუკი არეშიძისა და თბილისის მერის კახა კალაძის საქორწინო ცერემონიის შედეგად გაიცნო.
Sputnik

ორი დღის წინ სოციალურ ქსელში სანერგე „გარდენიას“ ოფიციალურ გვერდზე ულამაზესი ქორწილის ფოტოები გავრცელდა. საქორწინო სუფრა და ინტერიერი ცნობილი დიზაინერის ანი პირველის მიერ იყო გაფორმებული, რომელიც საზოგადოებამ პირველად დიზაინერ ანუკი არეშიძის და თბილისის მერის კახა კალაძის საქორწინო ცერემონიის შედეგად გაიცნო.

სწორედ ანიმ გააფორმა ულამაზესი ყვავილებითა და სხვა დეტალებით პოპულარული წყვილის საქორწინო სუფრა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ქორწილს, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ისიც წინანდლის მამულში შედგა.

ახალგაზრდა წყვილს მარიამ ნაფეტვარიძეს და საბა მღვდელაძეს ფართო საზოგადოება არ იცნობს, რადგან ისინი ცნობილი სახეები არ არიან, თუმცა მათ ქორწილს დღეს ყველა განიხილავს.

მარიამი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტია. წყვილის ნიშნობა რამდენიმე თვის წინ შედგა. პატარძალს ქორწილში ულამაზესი თეთრი კაბა ეცვა, რომელიც მაკა ასათიანის რძლის ნანიკო კლდიაშვილის კაბას ჰგავდა დეტალებით. ისევე, როგორც ნანიკოს კაბა, მარიამის კაბაც დიზაინერმა ჯაბა დიასამიძემ შექმნა.