ხუციშვილი: მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა დაწყებით და საბაზო საფეხურზე დაუშვებელია

სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტემენტის ზოგადი განვითარების სამმართველოს უფროსი ეკატერინე ხუციშვილი საუბრობს იმაზე, რა შემთხვევაში იღებს სკოლა მოსწავლის გარიცხვის გადაწყვეტილებას.
Sputnik
ხუციშვილი: მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა დაწყებით და საბაზო საფეხურზე დაუშვებელია
„მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურზე, ვინაიდან სავალდებულო განათლება საქართველოში საბაზო საფეხურით შემოიფარგლება. რაც შეეხება საშუალო საფეხურს, მოსწავლეთა გარიცხვის შემთხვევები ფიქსირდება და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შესაძლოა მიიღოს მხოლოდ სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა მოსწავლის დისციპლინური გადაცდომების ხარისხისა და რაოდენობის შესაბამისად“, – აცხადებს ეკატერინე ხუციშვილი.

ხუციშვილის განმარტებით, დისციპლინური დარღვევები განსაზღვრული აქვს ყველა საჯარო სკოლას შინაგანაწესის მიხედვით.