ყვითელი ამბები

„ველური სილამაზე“ – ლიზა ყენია სექსუალური გარეგნობით მამრობით სქესს ატყვევებს

მაია ჯაბუას ქალიშვილმა კარიერა პატარა ასაკში დაიწყო, ახლა კი წინ დიდი ნაბიჯებით მიიწევს. ცნობილი მომღერლის ცხოვრებაში სიახლეებია. დიდი ლოდინის შემდეგ ახალგაზრდა შემსრულებელმა კლიპის გადაღება გადაწყვიტა.
Sputnik

ეპატაჟური და თანატოლებს შორის საკმაოდ პოპულარული გოგონა – ლიზა ყენია გარეგნობით, ხმის ტემბრით, მოქნილობით, პოზიტიური ხასიათითა და შესრულების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ლიზა ცნობილი „მზიურის“ ერთ-ერთი ცნობილი სოლისტის მაია ჯაბუას შვილია, მან თავის დამკვირდება შეძლო და დედის ჩრდილქვეშ არ მოექცა.

საოცარი გარდასახვებითა და იმიჯის შეცვლით არტისტი უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. აღსანიშნავია, რომ ლიზას თაყვანისმცემლების არმია ჰყავს. თუმცა, რამდენიმე ხნის წინ მან ურთიერთობა თბილისელ უსიმპათიურეს ბიჭთან დაიწყო. მის პირად ურთიერთობებს ლიზას თაყვანისმცემლები აქტიურად განიხილავდნენ. მომღერლის გრაფიკისა და სკანდალების გამო ისინი ერთმანეთთან დიდხანს არ დარჩნენ.

ლიზა ყენია სითამამით გამოირჩევა. მისთვის ივლისის თვე განსაკუთრებულად ნაყოფიერი იყო. გოგონა პროექტ „ყველაზე ძლიერის“ ერთ-ერთი გუნდის მონაწილე გახდა. პროექტი უკვე დასრულდა, რთული გრაფიკისა და დავალებების მიუხედავად, თანამედროვე შემსრულებელმა ძალები არ დაიშურა თავისი გამბედაობისა და არაორდინარული შესაძლებლობების დასამტკიცებლად.

ახლა ლიზას ცხოვრება ახალი გამოწვევის წინაშე დგას. მომღერალმა კომპოზიციის შექმნას და კლიპის გადაღებას დიდი ენერგია დაახარჯა. ლიზას უახლეს სიმღერას ME NO LUV MAN ჰქვია, რომელიც რასიზმის თემატიკას მოიცავს. ლიზას სოციალური ქსელიდან ირკვევა, რომ მასთან ერთად შავკანიანი მამაკაცია გადაღებული. მომღერალმა გადაღების ლოკაციიდან რამდენიმე სურათი თაყვანისმცემლებს გაუზიარა. ლიზას წარმატებას უსურვებენ როგორც უცხოები, ისე ცნობილი ქართველი ვარსკვლავებიც.