ლაშა ტალახაძე: როდესაც საქართველოს დროშა ზემოთ აიწევა, გულის სიღრმეში მეღიმება და...

ქართველი ძალოსანი, ოლიმპიური, ევროპის, მსოფლიო ჩემპიონი და რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე საუბრობს გულშემატკივრებზე და იმაზე, თუ რას ნიშნავს მისთვის გამარჯვება.
Sputnik
ლაშა ტალახაძე: როდესაც საქართველოს დროშა ზემოთ აიწევა, გულის სიღრმეში მეღიმება და...
„როდესაც თითოეული შეჯიბრების შემდეგ დაჯილდოებისას საქართველოს ჰიმნი აჟღერდება, დროშა ზემოთ აიწევა, იმ დროს გულის სიღრმეში მეღიმება და ვხვდები – რა ხდება. ამდენი გულშემატკივარი მყავს და თითოეული მათგანის სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამ დროს ვხვდები – რაღაცას ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის და ვახარებ ამ ხალხს“, – აღნიშნა ლაშა ტალახაძემ.

ჩემპიონის განმარტებით, გულშემატკივრები და ქვეყნის წარმატების სურვილი მისთვის მთავარი მოტივაციაა.