კალაძე: ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა.
Sputnik
„16 სექტემბერს, როგორც ეს პროექტით იყო გათვალისწინებული და მოსახლეობას დავპირდით, ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. აქ გზის საფარის ქვედა ფენა დაგებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამუშაოები დასრულებულია. სამუშაოები გრძელდება და დღეს დაიწყება ბორდიურების მოწყობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, პარალელურად ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და გზის საფუძველი მომზადდება იმისთვის, რათა ახალი ტროტუარი მოეწყოს.