თბილისის მოდის კვირეულმა პაუზა აიღო – ორგანიზატორები მიზეზებს განმარტავენ

თბილისელი მოდის მიმდევრები საგონებელში ჩავარდნენ – ისინი ქვეყნის ყველაზე საინტერესო ფეშნ-მოვლენის სეზონების განახლებას ელოდებიან.
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთმა ყველაზე მოდურმა მოვლენამ – თბილისის მოდის კვირეულმა პაუზა აიღო, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ Tbilisi Fashion-ის ორი სეზონის გაუქმებასთან დაკავშირებით სამოდელო სააგენტო Geomodels Agency-ს პრეს-სამსახურში.

თბილისის მოდის კვირეულმა პაუზა აიღო – ორგანიზატორები მიზეზებს განმარტავენ

Tbilisi Fashion Week-ის დამფუძნებელი, რომელიც, როგორც წესი, იმართება დედაქალაქში წელიწადში ორჯერ – შემოდგომაზე და გაზაფხულზე, არის მოდელი თაკო ჩხეიძე. მიზეზებს, რის გამოც თბილისში არ ჩატარდა მე-19 და მე-20 სეზონები, ჩხეიძე ოფიციალურ პრესკონფერენციაზე დაასახელებს.

„ჯერჯერობით ავიღეთ პაუზა. ამ მომენტისთვის თაკო ჩხეიძე კომენტარს არ აკეთებს. უახლოეს დროს ვაპირებთ პრესკონფერენციის გამართვას, სადაც ყველაფრის შესახებ ვისაუბრებთ“, – განაცხადეს პრეს-სამსახურში.

Tbilisi Fashion Week: მარნები, აირწინაღები და ფარდაგები

Tbilisi Fashion Week-ის ბოლო სეზონები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, თბილისის მერიის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

თბილისის მოდის კვირეულს აშუქებდნენ ისეთი საერთაშორისო გამოცემები, როგორებიცაა Vogue, Elle, Harper's Bazaar, Marie Claire და მრავალი სხვა. TFW-ში იღებდნენ მონაწილეობას წარმატებული დიზაინერები საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან.

Tbilisi Fashion Week ასევე ეხმარება დამწყებ ქართველ დიზაინერებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში: Fashion Week-ის ფარგლებში ისინი ქმნიან თავიანთ სადებიუტო კოლექციებს და კვირეულის მოედანზე აჩვენებენ.