ყვითელი ამბები

„როგორ აფრენთ!“ – ნუკა ყარალაშვილი მანიკა ასათიანს მხრებზე აზის – მხიარული ფოტო

უცხო არ არის, რომ პოპულარული სახეები ასევე ცნობილებს ემეგობრებიან. ორი მოდელი – მანიკა ასათიანი და ნუკა ყარალაშვილიც მათ რიგს ეკუთვნიან. ნუკას დაბადების დღეზე მანიკამ და იუბილარმა ბევრი იმხიარულეს.
Sputnik

ორი მოდელი, ორი მეგობარი და ორი უმშვენიერესი ქალბატონი მეგობრები აღმოჩნდნენ. ნუკა ყარალაშვილმა სოციალურ ქსელში მანიკა ასათიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელმა უამრავი ადამიანის ყურადღება მიიქცია. პოზიტიურმა მოდელებმა ნუკას იუბილე მეგობრების წრეში აღნიშნეს. გამოქვეყნებულ ვიდეოებზე კარგად ჩანს, რომ ამ დღის შუაგულში მანიკა და ნუკა მოექცნენ. იუბილარის სტუმრებს „მის საქართველო 2015“ და ცნობილი ტელეწამყვანი ერთად ართობდნენ.

29 წლის მოდელი რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა. მისი რჩეული ზაზა ტყეშელაშვილია. წყვილს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებს, თუმცა ჯვრისწერამდე ეს ამბავი მხოლოდ ახლო მეგობრებმა იცოდნენ. ახლა წყვილი ევროპის სხვადასხვა ქვეყანას ერთად იპყრობს და ნუკი მეუღლის დამალვას აღარ ცდილობს. ნუკის Instagram-ის გვერდზე მისი და მეორე ნახევრის ფოტოები სულ უფრო ხშირად ჩნდება, წყვილი უამრავ კომპლიმენტს იღებს.

ნუკას 29-ე დაბადების დღეზე მსოფლიოში აღიარებული დიზაინერის გიორგი ქებურიას ვარდისფერი კაბა ამშვენებს, რომელსაც მკერდზე შემოტრიალებული შავი გული აქვს მიკერილი. რა თქმა უნდა, ფოტოებს შორის ყველაზე დიდი ყურადღება მანიკასთან ერთად გადაღებულმა სასაცილო ფოტომ და ნუკას მეუღლემ მიიქციეს.