ბარსელონის აეროპორტში მომიტინგე კატალონიელები პოლიციას დაუპირისპირდნენ – არეულობის ფოტოები

Sputnik

ბარსელონაში, „ელ-პრატის“ აეროპორტში მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში კადრები შემთხვევის ადგილიდან.

ორშაბათს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა 12 პოლიტიკოსს, რომლებიც კავშირში არიან 2017 წელს კატალონიის რეგიონული სასამართლოს მიერ დამოუკიდებლობაზე უკანონო რეფერენდუმის გამართვასთან და დამოუკიდებლობის შემდგომ გამოცხადებასთან. ცხრა პოლიტიკოსი დამნაშავედ ცნეს ამბოხებაში, მათ 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. დანარჩენი სამი დამნაშავედ ცნეს დაუმორჩილებლობაში და ჯარიმა დააკისრეს. განაჩენის გამოტანის შემდეგ კატალონიაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მიტინგის დროს რადიკალებმა გადაკეტეს გზები და რკინიგზა, ბარსელონის აეროპორტში შეტაკება მოხდა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის.

 

1 / 14
ბარსელონაში, ელ-პრატის აეროპორტთან ახლოს მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ
2 / 14
მომიტინგეების პოლიციასთან შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც სასამართლომ კატალონიელ პოლიტიკოსებს 2017 წელს უკანონო რეფერენდუმის ჩატარების გამო განაჩენი გამოუტანა
3 / 14
რამდენიმე ათასმა ადამიანმა ტერმინალის შესასვლელი გადაკეტა
4 / 14
კიდევ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გაფიცვა მოაწყო შენობაში
5 / 14
მომიტინგეებმა გადაკეტეს აეროპორტის გზაც
6 / 14
თავდაპირველად მატარებლებისა და მეტროს გადაადგილება შეწყდა, თუმცა მოგვიანებით ტრანსპორტმა ფუნქციონირება განაახლა
7 / 14
მომიტინგეებს შორის არიან დაშავებულებიც და დაკავებულებიც
8 / 14
ორშაბათშ დაგეგმილი 1066 რეისიდან 67 გადაიდო
9 / 14
საპროტესტო აქციის გამო თვითმფრინავების ეკიპაჟებმა და მგზავრებმა თვითმფრინავებამდე დროულად მისვლა ვერ მოახერხეს
10 / 14
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა 12 პოლიტიკოსს, რომლებიც კავშირში არიან რეგიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის უკანონო რეფერენდუმის გამართვასთან
11 / 14
ცხრა პოლიტიკოსი დამნაშავედ ცნეს ამბოხებაში, მათ ცხრიდან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. დანარჩენი სამი დამნაშავედ ცნეს დაუმორჩილებლობაში და ჯარიმა დააკისრეს
12 / 14
გარდა ამისა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე პაბლო ლიარენამ გასცა ევროპული და საერთაშორისო ორდერი კატალონიის ჟენერალიტეტის ყოფილი მეთაურის, კარლეს პუჩდემონას დასაკავებლად. ის ამ დროისთვის ბელგიაში იმყოფება
13 / 14
ბარსელონას აეროპორტის გარდა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა ლერიდესა და ტარაგონში
14 / 14
არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელი კიმ ტორა ესპანეთის პრემიერთან და მეფე ფილიპე VI-სთან სასწრაფო შეხვედრას გეგმავს