ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი–რუსთავის მაგისტრალზე ლეტალური შედეგით დასრულდა – ვიდეო

თბილისი–რუსთავის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლი და „მიცუბიშის“ მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა
Sputnik

თბილისი–რუსთავის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლი და „მიცუბიშის“ მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა.

ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 41 წლის მამაკაცი.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.