მსოფლიო დღეს

თურქეთის პოლიციამ პროსტიტუციის ბრალდებით რვა ქართველი ქალი დააკავა

თურქეთის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად 33 სექს-მუშაკი დააკავა.
Sputnik

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთში, ართვინის პროვინციაში პროსტიტუციის ბრალდებით რვა ქართველი ქალი დააკავეს, იუწყება Rustavi2 ადგილობრივ მასმედიაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის პოლიციამ სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე ქალაქ ართვინის რამდენიმე კლუბსა და სასტუმროში სპეცოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც 33 სექს-მუშაკი დააკავა.

ქართველებთან ერთად დაკავებულებს შორის არიან რუსეთის, ყირგიზეთის და უზბეკეთის მოქალაქეები.