კობახიძე: თუ „ქართულმა ოცნებამ" 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო...
© Sputnik
„თვითონ კოალიციის ჩამოყალიბებაც იქნება საკმაოდ რთული შემდეგ პარლამენტში. მეტსაც გეტყვით, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოიპოვა მანდატების 45% მაინც, შემდეგ პარლამენტში, სავარაუდოდ, კოალიციის შექმნა ძალიან გართულდება და, შეიძლება, შეუძლებელიც კი გახდეს“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, მაღალია იმის ალბათობა, რომ ასეთი შედეგი დადგეს და საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება.