„გული გამითბა...“ – გორელი ბიჭები ყოველდღე ხილ-ბოსტნეულით სავსე ყუთს ქუჩაში ტოვებენ

სოციალურ ქსელში პოპულარულია ისტორია, რომელიც ქველმოქმედებას ეხება.
Sputnik

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. გორელი ბიჭები ყოველდღე ხილ-ბოსტნეულით სავსე ყუთს ქუჩაში ტოვებენ. გადამდები სიკეთის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე ნუგზარ ჩხიკვაძე წერს.

მისი თქმით, ახალგაზრდებს ხილ-ბოსტნეულის მაღაზია აქვთ გახსნილი და ყოველ საღამოს, მაღაზიის დაკეტვის შემდეგ ერთ ყუთს კართან ტოვებენ.