ბოკერია: დამილოცნიხართ შვილო ჩემო-თქო, გადაეცით ნიკა მელიას ჩემგან

საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიაზე საუბრობს.
Sputnik
„როგორც ჩანს, მელიას უჭირს და ამას დიდი ღვთისმოსაობა არ სჭირდება. დამილოცნიხართ შვილო ჩემო-თქო, გადაეცით ნიკა მელიას ჩემგან. მაგას არ სჭირდება დიდი შემწყნარებლობა, რომ მაგის გადაბიჯება შეძლო. უნდა გესმოდეს პასუხისმგებლობა, თუ ხელისულებაში მოდიხარ, ქვეყანას წინ როგორ წაიყვან – ამაზეა ლაპარაკი და არა რაღაც პატარა, პირად ბოღმებზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ნიკა მელია სოციალურ ქსელში გიგა ბოკერიას ნათქვამს გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ არ არის მომხრე გამოთქმის „ივანიშვილი ციხეში“. მელიამ ეს სიტყვები „ქართული ოცნებისთვის“ უსაფრთხოების გარანტიის მიცემად შეაფასა.