შვეიცარიას უჭირს შუამავლობა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების გარეშე

პირდაპირი რეისების გაუქმებამ აზარალა ისინიც, ვინც „ორ ქვეყანას შორის პრაგმატული ურთიერთობების მომხრეა“, მიიჩნევს პარლამენტარი
Sputnik

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის გაუქმებამ გაართულა შვეიცარიის მუშაობა, რომელიც საქართველოში რუსეთის ინტერესებს წარმოადგენს, განაცხადა შვეიცარიის ფედერალური ასამბლეის კანტონის საბჭოს თავმჯდომარემ, ჟან-რენე ფურნიემ, იუწყება РИА Новости.

შვეიცარია საქართველოში რუსული ინტერესების წარმომადგენლობის მოვალეობებს ასრულებს და უზრუნველყოფს ჟენევის დისკუსიების ორგანიზაციულ მხარდაჭერას ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში.

რუსეთის დუმის სპიკერი ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის პირობას ასახელებს

„რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის გაუქმებამ ნეგატიური გავლენა მოახდინა და მისცა საშუალება გაძლიერებულიყო ის უმცირესობა, რომელსაც რუსეთის მიმართ კარგი დამოკიდებულება არ გააჩნია“, - განაცხადა ფურნიემ რუსეთის დუმის სპიკერთან, ვიაჩესლავ ვოლოდინთან შეხვედრაზე.

მან აღნიშნა, რომ პირდაპირი რეისების გაუქმებამ აზარალა ისინიც, ვინც „ორ ქვეყანას შორის პრაგმატული ურთიერთობების მომხრეა“. „ამან გამოიწვია ის, რომ დაისაჯა ის, ვინც კარგი ურთიერთობების მომხრეა. ეს გადაწყვეტილება აზარალებს მთლიანად საქართველოს ეკონომიკას“, - განაცხადა ფურნიემ.

მისი თქმით, „პირდაპირი რეისების გაუქმება გახდა ნაბიჯი, რომელმაც გაართულა შვეიცარიის მუშაობა, რომელიც საქართველოში რუსეთის ინტერესებს წარმოადგენს“.

საქართველოსა და რუსეთს შორის ისედაც რთული ურთიერთობები გამწვავდა მას შემდეგ, რაც თბილისში დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. 20 ივნისს თბილისის ცენტრში ანტისაოკუპაციო აქციები დაიწყო. ამ მოვლენების და საქართველოს პირველი პირების მკვეთრი განცხადებების საპასუხოდ მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. ამავე დროს რუსმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვა შეაჩერეს.

„ამ ფრენებს, ალბათ, დავაბრუნებდი" – ლავროვი რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე >>

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვის მიერ 2008 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ხელისუფლება ამ ტერიტორიებს 1990-იანი წლებიდან ვერ აკონტროლებს.