თბილისში ტურისტი ქალი სცემეს: დაკავებულია ტაქსის მძღოლი

დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 14 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 52 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ვაკეში ტაქსის მძღოლმა ტურისტ ქალს სცემა

​უწყების ცნობით, ბრალდებულმა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე უკრაინის მოქალაქე ქალს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე დააზიანა მისი კუთვნილი ნივთები. შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.

გამოძიება ძალადობისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი მგზავრობის ტარიფი გახდა. თვითმხილველების განცხადებით, ტაქსის მძღოლმა ქალი მანქანიდან გადმოადო და წააქცია, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.