მსოფლიო დღეს

ტაიფუნი „ჰაგიბისი“ იაპონიაში: მსხვერპლის რიცხვმა 47-ს მიაღწია

იაპონიის 13 პრეფექტურის მოსახლეობის დიდი ნაწილი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
Sputnik

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ მსხვერპლთა რაოდენობამ 47-ს მიაღწია, ადრე 39 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „კიოდოზე" დაყრდნობით. 

ტაიფუნი იაპონიაში: დაღუპულთა რიცხვმა 19-ს მიაღწია

15 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება, დაზარალებულთა რაოდენობა კი 200-ს აღწევს.

შაბათ საღამოს ტაიფუნი „ჰაგიბისი“ იაპონიის კუნძულ ჰონსიუს ნახევარკუნძულ იძუს მიმდებარე ტერიტორიაზე დაატყდა თავს. ტაიფუნის ცენტრში წნევა აღწევდა 945 ჰექტოპასკალს, ქარის ძალა ცენტრში – 45 მეტრ/წამს, დროგამოშვებით – 65 მეტრ/წამს.

ძლიერი ქარიშხლის გამო იაპონიის 13 პრეფექტურაში დაახლოებით 135 ათას მცხოვრებს წყალი არ მიეწოდება, დაახლოებით 100 ათასს კი ელექტროენერგია. ვრცელდება ინფორმაცია წყალდიდობების შესახებ. ცხრა მდინარე ადიდდა და ნაპირებიდან გადმოვიდა.

ამავე დროს ეტაპობრივად ხდება სწრაფი და ექსპრეს მატარებლების მოძრაობის აღდგენა. დედაქალაქის აეროპორტში ავიარეისები კვლავ შეჩერებულია.