მსოფლიო დღეს

ტაიფუნი „ჰაგიბისი“ იაპონიაში: მსხვერპლთა რიცხვმა 39–ს მიაღწია

უგზო–უკვლოდ დაკარგულია 20-მდე ადამიანი, რაც ნიშნავს, რომ მსხვერლის რაოდენობა კიდევ შეიძლება გაიზარდოს.
Sputnik

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. იაპონიაში ტაიფუნმა „ჰაგიბისმა“, რომელმაც დიდი წყალდიდობები და მეწყრები გამოიწვია, 39 ადამიანი იმსხვერპლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „კიოდოზე" დაყრდნობით.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია 19 დაღუპულის შესახებ. უგზო-უკვლოდ დაკარგულია 20-მდე ადამიანი, რაც ნიშნავს, რომ მსხვერლის რაოდენობა კიდევ შეიძლება გაიზარდოს. დაშავებულია 189 ადამიანი.

ტაიფუნი იაპონიაში: დაღუპულთა რიცხვმა 19-ს მიაღწია

შაბათ საღამოს ტაიფუნი „ჰაგიბისი“ დაატყდა იაპონიის კუნძულ ჰონსიუს ნახევარკუნძულ იძუს მიმდებარე ტერიტორიაზე. ტაიფუნის ცენტრში წნევა აღწევდა 945 ჰექტოპასკალს, ქარის ძალა ცენტრში – 45 მეტრ/წამს, დროგამოშვებით – 65 მეტრ/წამს.

ძლიერი ქარიშხლის გამო დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ათი ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ვრცელდება ინფორმაცია წყალდიდობების შესახებ. ცხრა მდინარე ადიდდა და ნაპირებიდან გადმოვიდა.

ძალოვანმა სტრუქტურებმა სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად 27 ათასი ადამიანის მობილიზება მოახდინეს. დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი ევაკუირებულია. დანგრეულია 12 სახლი, დაზიანებულია 70-ზე მეტი შენობა.

მიმდინარეობს საძიებო–სამაშველო ოპერაციები, წყალდიდობისა და მეწყრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.