სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით მცხეთისკენ უფასო სარკინიგზო რეისები დაინიშნა

მატარებლები მცხეთის მიმართულებით ცენტრალური ვაგზლიდან გავა.
Sputnik

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს, 14 ოქტომბერს „საქართველოს რკინიგზამ“ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისები დანიშნა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

„სვეტიცხოვლობაზე“ მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, პირველი მატარებელი დედაქალაქიდან 11:00 საათზე გავა და მცხეთაში იქნება 11:30 საათზე, ხოლო მცხეთიდან თბილისისკენ მატარებელი 11:50 საათზე გამოვა და თბილისში 12:20 საათზე შემოვა.

ასევე დანიშნულია მეორე რეისიც – მატარებელი 22:00 საათზე თბილისიდან გავა და ნახევარ საათში მცხეთაში იქნება, ხოლო იქიდან 22:50 საათზე გამოვა და 23:20 საათზე დედაქალაქში იქნება.

მატარებლებლები მცხეთაში ცენტრალური ვაგზლიდან იმოძრავებენ. გათვალისწინებულია დიდუბის ბაქანზე ორწუთიანი გაჩერება.

14 ოქტომბერს აღინიშნება დიდი რელიგიური დღესასწაული მცხეთობა–სვეტიცხოვლობა, რომელიც უკავშირდება ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს.