ნანა ჩაჩუა: ინდივიდები ვართ, მაგრამ დაბადებიდან საზოგადოება მოგვყვება

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა საზოგადოებისა და ადამიანის, როგორც ინდივიდის, ურთიერთობაზე საუბრობს.
Sputnik
„საოცარია საზოგადოება. ჩვენ ხომ ინდივიდები ვართ, მაგრამ დაბადებიდან საზოგადოება მოგვყვება. კოლექტიური აზროვნება მოგვყვება, ანუ ამ საზოგადოებას ვერსად გავექცევით, მარტო არასდროს ვართ – არც დაბადებისას, არც დაბადების შემდეგ. დაგვხვდა ეს კულტურის სახით, ტრადიციისა და ზნე-ჩვეულების სახით“, – ამბობს ნანა ჩაჩუა.

ფსიქოლოგის განმარტებით, დაბადებიდან უკვე კოლექტიური აზროვნება და საზოგადოება მოგვყვება, თუმცა ჩვენ ყველანი ინდივიდები ვართ.