ანწლის სამკურნალო თვისებები

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ანწლის ყველა ნაწილი: ნაყოფი, ყვავილები, ფოთლები, ფესვი.
Sputnik

ანწლი (Sambucus) ბუჩქი ან მცირე ზომის ხე, ყვავილოვან მცენარეთა გვარი ადოქსასებრთა (ცხრატყავასებრთა) ოჯახის. მისი ნაყოფი წვნიანი შავი ან წითლი კენკრაა. არის ანწლის 40 სახეობა. აქედან საქართველოში ორია გავრცელებული – დიდგულა და საკუთრივ ანწლი.

შავი ანწლი სამკურნალოდ გამოიყენება, ხოლო წითელი საკმაოდ შხამიანი მცენარეა.

ანწლის კალორიულობა და შემადგენლობა

ანწლის კალორიულობაა 100 გრამ პროდუქტზე 73 კკალორია.

მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა ხალხური მეთოდებით

ანწლის ყვავილედი რთული ქიმიური შემადგენლობისაა. ის შეიცავს გლიკოზიდ სამბუნიგრინს, ორგანულ მჟავებს: ვალერიანის, ყავის, ძმრის, ვაშლის; ნახევრად მყარ ეთერზეთებს, ქოლინს, ეთილიზობუტილს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, შაქრებს და სხვა.

ანწლის კენკრა შეიცავს ვიტამინ C–ს, კაროტინს, სამბუცინს, ფისს, გლუკოზას, ფრუქტოზას, თავისუფალ მჟავებს, ამინომჟავებს, თიროზინს, საღებავ ნივთიერებებს.

ანწლის ცოცხალი ფოთლის შეადგენლობაშია დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავა – ვიტამინი C, კაროტინი; გამხმარ ფოთოლში – პროვიტამინი А1. ასევე სამბუნიგრინი, ეთერზეთი, ალალოიდები, ტანინები და სხვა.

ანწლის ფესვი შეიცავს ეთერზეთებს, ქოლინს, ფიტოსტერინს.