დეკანოზი შიო: დღეს საქართველოს ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი შიო სვეტიცხოველში მცხეთობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე საუბრობს.
Sputnik
„დღეს საქართველოს ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს, რომელიც დაკავშირებულია ქალაქ მცხეთასთან. ისტორიის თანახმად, ამ წმინდა ტაძრის მიმდებარედ არის იესოს კვართი დაბრძანებული. დღესასწაულთან დაკავშირებით იქადაგებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე“, – აღნიშნა დეკანოზმა შიომ.

დეკანოზის განმარტებით, იესოს კვართი, რომელიც სვეტიცხოველთან არის დაბრძანებული, ქრისტეს ეკლესიის ერთიან სიმბოლოს წარმოადგენს.