დიმიტრი ხუნდაძე: ესტუმრეთ მცხეთას, ეზიარეთ სიწმინდეს და დაისვენეთ ჩვენთან ერთად

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთობის დღესასწაულთან დაკავშირებით ისაუბრა.
Sputnik
„დღეს საინტერესო დღე იქნება, ძალიან ბევრი სტუმარია ჩამოსული. ესტუმრეთ მცხეთას, ეზიარეთ სიწმინდეს და დაისვენეთ ჩვენთან ერთად. გპირდებით, რომ თქვენთვის ძალიან მნიშნელოვანი დღე იქნება“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატის განმარტებით, დღის განმავლობაში დაგეგმილია მრავალი გასართობი აქტივობა და სტუმრებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ მცხეთას და დღე სასიამოვნოდ გაატარონ.