ვაკეში ტაქსის მძღოლმა ტურისტ ქალს სცემა

გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი მგზავრობის ტარიფი გახდა
Sputnik

თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, ვაკის რაიონში, ტაქსის მძღოლმა ტურისტ ქალს სცემა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თბილისში სექს-მანიაკი დადის: მსხვერპლებმა 23 წლის სპორტსმენი ამოიცნეს

შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. ტურისტი ქალი საქართველოში უკრაინიდან არის ჩამოსული. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი მგზავრობის ტარიფი გახდა. თვითმხილველების განცხადებით, ტაქსის მძღოლმა ქალი მანქანიდან გადმოადო და წააქცია, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ფაქტზე ჯერ დაკავებული არავინ არის, დაზარალებული ქალი კი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.