მსოფლიო დღეს

ტაიფუნი იაპონიაში: დაღუპულთა რიცხვმა 19-ს მიაღწია

მაშველები არ გამორიცხავენ, რომ მძლავრი ტაიფუნის მსხვერპლთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს
Sputnik

თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. ძლიერმა ტაიფუნმა „ჰაგიბისმა“ იაპონიაში 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, კიდევ 16 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, იუწყება РИА Новости სააგენტო KYODO NEWS-ზე დაყრდნობით.

ტაიფუნი იაპონიაში: დაღუპულთა რიცხვმა 19-ს მიაღწია

მსოფლიო რაგბი: საფრანგეთსა და აშშ-ის გუნდებს შორის დაგეგმილი მატჩი შეიძლება გაუქმდეს >>

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია 14 დაღუპულის შესახებ. დაშავებულთა რიცხვი 120 ადამიანს აღწევს.

შაბათს საღამოს ტაიფუნი „ჰაგიბისი“ დაატყდა იაპონიის კუნძულ ჰონსიუს ნახევარკუნძულ იძუს მიმდებარე ტერიტორიაზე. ტაიფუნის ცენტრში წნევა აღწევდა 945 ჰექტოპასკალს, ქარის ძალა ცენტრში - 45 მეტრ/წამს, დროგამოშვებით - 65 მეტრ/წამს.

სუპერტაიფუნი ჩინეთში: დაღუპულების რიცხვი 18-მდე გაიზარდა

ძლიერი ქარიშხალის გამო დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ათი ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ვრცელდება ინფორმაცია წყალდიდობების შესახებ. ცხრა მდინარე ადიდდა და ნაპირებიდან გადმოვიდა.

ძალოვანმა სტრუქტურებმა სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად 27 ათასი ადამიანის მობილიზება მოახდინეს. დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი ევაკუირებულია. დანგრეულია 12 სახლი, დაზიანებულია 70-ზე მეტი შენობა.

ტოკიოში ქარის ძალა 41,5 მეტრ/წამს აღწევდა. ეს საკმარისია, რომ სატვირთო ამობრუნდეს და საკმარისზე მეტია, რომ წააქციოს ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები. ტოკიოს ჩათვლით, 12 პრეფექტურაში საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა. ამ დროისათვის საფრთხის მაქსიმალური დონე ქვეყნის ყველა რეგიონში მოხსნილია.