პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

ჩადენილი დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
Sputnik

თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა რუსთავში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 27 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უცხოელს საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები შემოჰქონდა

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და ექვსი საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე  ნაწილით მიმდინარეობს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.