ლაგოდეხში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა: არიან დაშავებულებიც

დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის საკმაოდ მძიმეა.
Sputnik

თბილისი, 13 ოქტომბერი -  Sputnik. კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა,  ორი კი მძიმედ დაშავდა, იუწყება Rustavi2.

ავარია საბერძნეთში: დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არალეგალები გადაჰყავდა

შემთხვევა წნორში, ლაგოდეხის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს Opel-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთი დაშავებული ლაგოდეხის „არქიმედეს" კლინიკაშია მოთავსებული, მეორე კი წნორის კლინიკაში.

მედიკოსების ინფორმაციით, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ამ დროისთვის დაშავებულებს  შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა, რის შემდეგაც შესაბამის ინფორმაციას გაავრცელებენ.