თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში იანვარ-აგვისტოში 44,2 ათასზე მეტი დანაშაულია რეგისტრირებული, საიდანაც მესამედზე მეტს შეადგენს ქურდობები, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.
მთლიანობაში დანაშაულთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,6%-ით გაიზარდა. გახსნილია დანაშაულების 32,3%, ხოლო 2018 წელს - 36,2%.
პირველ ადგილზეა ქურდობები - 14,2 ათასი (+17,7%), საიდანაც დაახლოებით 4,2 ათასი ბინაში შეღწევით არის ჩადენილი. გახსნილია ქურდობების 18,2%.
ყველაზე ხშირად ჩადენილი დანაშაულთა შორის მეორე ადგილს იკავებს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული. ამჯერად სამინისტრომ დაარეგისტრირა 3,8 ათასი შემთხვევა (+29%), საიდანაც სამი მეოთხედი გახსნა.
მესამე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. რვა თვეში დაფიქსირდა დაახლოებით 4 ათასი მსგავსი დანაშაული (+8,9%) და ნახევარზე მეტი გაიხსნა.
სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ საქართველოში პირველად შემცირდა სატრანსპორტო დანაშაულის რაოდენობა - 6,8%-ით. შსს-მ დაარეგისტრირა 2,2 ათასზე მეტი ფაქტი, საიდანაც დაზარალებულის სიკვდილით 246 შემთხვევა დასრულდა.
ოჯახში მოძალადეებზე შესაძლოა ელექტრონული მონიტორინგი ამოქმედდეს >>
რაც შეეხება საქართველოს მთავარ მიღწევას - წარმატებულ ბრძოლას მექრთამეობასთან, წლის დასაწყისიდან დაფიქსირდა დანაშაულის ზრდა. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ქრთამის აღების 41 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 6-ით აღემატება.