სალომე ღვინიაშვილი: „იმ ამბის მერე მივხვდი, რომ ჩემს თავს რაღაც ხდებოდა...“

სალომე ღვინიაშვილი თავის სამოდელო კარიერის პირველ დღეებს იხსენებს.
Sputnik

„ამ სფეროში ჩემდაუნებურად აღმოვჩნდი - არც დიზაინერობაზე და არც მოდელობაზე არ მიოცნებია. სხვა ოცნებები და ინტერესი მქონდა, ბალეტი მიტაცებდა და რაღაც პერიოდი მსახიობობაც მინდოდა. 14 წლის ვიყავი როცა ბათუმში ვიღაც უცნობდა გამაჩერა და მითხრა, რომ სააგენტო „ნატალიდან“ ვარ და ჩვენთან მოდიო. როცა წამოვიზარდე ვიღებდი კომპლიმენტებს, რამაც თავდაჯერება შემმატა.“- ამბობს სალომე ღვინიაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

მოდელი სალომე ღვინიაშვილი იხსენებს, რომ განსხვავებული გარეგნობა ჰქონდა, მაგრამ არ თვლიდა, რომ ლამაზი იყო. მისთვის არც  ოჯახში უთქვამთ, რომ ლამაზია.