ნინო ჩხეიძე: მაშინ ამაზე პასუხი რომ დამებრუნებინა ასეთი რამეები ჩემზე არ გავრცელდებოდა

ნინო ჩხეიძე იხსენებს იმ დროს, როდესაც ესტრადაზე პირველად გამოვიდა და მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოხატეს.
Sputnik
„ჩემი რეპერტუარი არ მოსწონს იმ ოც კაცს - რასაც ვმღერი მათ გემოვნებაში არ ჯდება. როცა სიმღერას ვიწყებდი ბევრი მეუბნებოდა, რომ დიდ წინააღმდეგობას წააწყდებიო. მე არ მინდა, რომ სხვას დავემსგავსო, მე ჩემი ინდივიდუალობა მაქვს, მაგრამ მასას მოსწონს ეს სიმღერები. ახლა ამ გადასახედიდან ვნანობ, რომ პასუხი არ დავუბრუნე თითოეულ ადამიანს, ვინც ჩემზე მსგავსად ლაპარაკობდა.“- ამბობს ნინო ჩხეიძე სატელევიზიო გადაცემაში.

ნინო ჩხეიძე ამბობს, რომ თავიდან მისი სიმღერები თითქოს გახდა პოპულარული და ისიც ინერციით მიდიოდა. კმაყოფილი იყო იმით, რომ სიმღერები რადიოში ტრიალებდა.