ფაქტია, საქართველოში ეს წარმოსაჩენი და განსხვავებული ტემბრის მქონე მომღერალი მესამე ქორწინებით აგრესიას არავისში იწვევს. მეტიც, ქართული ბომონდით დაინტერესებული საზოგადოება დიდი სიხარულითა და სიყვარულით შეხვდა მაკას 7 წლით უმცროს შეყვარებულს. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, რეალობას ვერ გავექცევით. როგორც ჩანს, მაკას არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი, მაგრამ კულუარებში არაფერი რჩება.
დუეტ „ჯორჯიას“ ყოფილი შემსრულებლის პირველი მეუღლე და მისი ერთადერთი ქალიშვილის მამა- მუსიკოსი ნოდარ ჩიტაძეა. მათ საერთო გოგონა სალომე ჰყავთ. ირკვევა, რომ მაკას პირველი მეუღლე მუსიკოსია და გასაგები ხდება, თუ სალომე ნიჭით ვის გავს. მრავალი კონკურსის მონაწილეა და მუსიკალურ ინსტრუმენტზეც მონდომებით უკრავს.
არტისტის ახალი მეორე ნახევარი სპორტსმენია. 30 წლის ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელია. მაკა ზამბახიძეზე 7 წლით უმცროსია, მაგრამ მათ ურთიერთობაში ეს დისკომფორტს არ ჰქმნის. პირიქით, როგორც ინტერვიუებში მაკას ქალიშვილი აღნიშნავს, ყველაზე მეტად დედის გაბედნიერება ახარებს და მამინაცვალთან საუკეთესო ურთიერთობა ჩაოუყალიბდა. გარდა ამისა, მიხეილი მაკას მეგობრებთანაც ახლობლობს.