მსოფლიო დღეს

ავარია საბერძნეთში: დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არალეგალები გადაჰყავდა

მანქანაში მყოფი 13 პირიდან არცერთს ქვეყანაში ყოფნის უფლება არ ჰქონდა.
Sputnik

თბილისი, 12 ოქტომბერი -  Sputnik. საბერძნეთში ავტოავარიას საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც, ბერძნულ მედიაზე საყრდნობით  იუწყება Rustavi 2.

საბერძნეთის ნაპირებთან ნავის ჩაძირვის შედეგად 34 მიგრანტი დაიღუპა

შემთხვევა თესალონიკში, ლაგადას ტერიტორიაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც 33 წლის იყო, საბერძნეთში არალეგალი ემიგრანტები გადაჰყავდა.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, მანქანაში მყოფი 13 პირიდან არცერთს ქვეყანაში ყოფნის უფლება არ ჰქონდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე საკონსულოში შეტყობინება უკვე შესულია. გარდაცვლილის გადმოსვენებაში ოჯახს დახმარებას სახელმწიფო გაუწევს.