„ბოლო დღეებში, თურმე, ძალიან მძიმედ იყო ავად, მაგრამ ამას არ ეპუებოდა. მაღალი სიცხე ჰქონდა, ვიღაცამ მოაკითხა, რაღაც უჭირდა, და მაინც გაჰყვა. სახლში რომ მოვიდა, დაიჩივლა, ვერ ვარ კარგადო. მთელი ღამე ვერ სუნთქავდა, სასწრაფო გამოვიძახეთ და გადავიყვანეთ საავადმყოფოში. კვლევის პასუხები რომ მოვიდა, კლინიკის მთავარი ექიმი ჩამოუჯდა და დაუწყო ფერება. აქ მივხვდი, რომ რაღაც კარგად ვერ იყო“, – იხსენებს ზურაბ ბერიკაშვილი.
მსახიობის თქმით, გარდაცვალების შემდეგ გივი ბერიკაშვილის პიჯაკში იპოვეს იმ ადამიანების სია, ვისაც ის უნდა დახმარებოდა.