ყვითელი ამბები

„თვალები იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე სექსუალობა“ – ვინ გამოეხმაურა შორენა ბეგაშვილს

ახლახან შორენა ბეგაშვილმა ახალი ცხოვრების დასაწყისი სოციალურ ქსელში გამოააშკარავა. სექს-სიმბოლო მარტოა. იუსტიციის სახლიდან გამოქვეყნებული ფოტოს და ხელმომწერთა სიიდან ირაკლი ნანაძის წაშლის შემდეგ ბეგაშვილი თაყვანისმცემლებს არაფერს უმალავს.
Sputnik

ცეცხლოვანი და ეპატაჟური მსახიობი თავისუფალი ცხოვრების წესით ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ეროტიკული ხასიათის სცენებში მონაწილეობდა, აღნიშნავს, რომ მისი ერთადერთი ქალიშვილი ევა ბარბაქაძე გადაღების პროცესებს ესწრებოდა. შორენა ბეგაშვილი რამდენიმე სკანდალით არის ცნობილი. ახლა კი მთელი ქალაქი ერთ ფოტოსურათზე ალაპარაკდა. შორენამ იუსტიციის სახლთან გადაღებული განქორწინების მოწმობა მომღიმარი სახით გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან რამდენიმეწლიანი ურთიერთობა დასრულდა.

შორენამ ირაკლი ნანაძეს Instagram-ზე ხელმოწერაც გაუუქმა და ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა კიდეც, რომ მათი ურთიერთობის შესახებ საზოგადოებამ მაშინ შეიტყო, როცა ის მორჩა. ტელეწამყვანი ადასტურებს, რომ ის ნანაძეს გაეყარა და იუსტიციის სახლში სწორედ ამიტომ იყო. აღსანიშნავია, რომ წყვილის შესახებ 2013 წლიდან ჭორები ვრცელდებოდა და მათი გამოჩენა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში დიდ აჟიოტაჟს იწვევდა.

სკანდალური მსახიობი ბევრი ადამიანის ყურადღებას იქცევს. შორენა ბეგაშვილი ის შემთხვევაა, როდესაც ქალბატონებიც კი მისი ფორმებით ტკბებიან, ბევრი კი ცდილობს მისი სტილისა და იმიჯის ათვისებას. ჭორებით მოცული ტელესახე სხვადასხვა გადაცემების ერთ-ერთი ხშირი და რეიტინგული სტუმარია. როგორც ჩანს, მსახიობი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ „რუსთავი 2“-ს ახალი პროექტით დაუბრუნდა. მიუხედავად ამისა, შორენა სოციალურ ქსელში უფრო და უფრო აქტიურდება.

სწორედ მეორე ოფიციალურ ქმართან დაშორების შემდეგ შორენა უახლეს ვიდეოს აქვეყნებს. აშკარაა, რომ სექსუალური მსახიობის ნაბიჯი გააზრებული იყო და მას სახე არ ჩამოსტირის. ახალი შემართებითა და ნებისყოფით უდგება ახალ კომპანიებში სარეკლამო ფოტოსესიებს. ულამაზეს კოსტიუმში გამოწყობილი შორენა საკუთარ მანქანაში პოზირებს. ერთ-ერთმა მომხმარებელმა bacho_gap-მა მის შარმს ხაზი გაუსვა და დაწერა: „მე ყველაზე მეტად თვალები მომწონს, იმაზე მეტის მთქმელია, ვიდრე მთელი შენი სექსუალობა“.