ყვითელი ამბები

„მაშინ მივხვდი, რა ბოროტი შეიძლება იყოს ადამიანი...“ – შორენა ბეგაშვილი ევაზე საუბრობს

მშვენიერი შორენა ბეგაშვილი და ულამაზესი ევა ბარბაქაძე საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და ცნობილი დედა-შვილია. ევამ სკოლა წელს დაამთავრა.
Sputnik

სექსუალური მსახიობის ქალიშვილმა სკოლა წელს დაამთავრა. ევამ მომავალი პროფესია ადამიანების სულიერ სამყაროს დაუკავშირა, გოგონა მალე პროფესიონალი ფსიქოლოგი გახდება. შორენამ შვილის მიერ არჩეული უმაღლესი სასწავლებელი დაათვალიერა და სოციალურ ქსელს შთაბეჭდილებები გაუზიარა.

შორენას და ევას განსაკუთრებული დედაშვილობა აკავშირებთ. მთელი საქართველო შეძრა ევას ტრაგიკულმა ისტორიამ, რომლის გამო შორენას ქონების დიდი ნაწილის გაყიდვა მოუწია. შეგახსენებთ, ულამაზესმა ევამ ხერხემალზე 17 ოპერაცია გადაიტანა. მის შემთხვევას სასწაული უწოდეს თურქმა ექიმებმა, რომლებმაც ის ფეხზე დიდი ძალისხმევის შედეგად დააყენეს.

გადაცემა „ვიზიტორის” სტუმარმა, ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა, სხვა თემებთან ერთად, ევას ამბავზე და განქორწინებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ ევას ამბავმა დაანახა, რამდენად ბოროტი შეიძლება იყოს ადამიანი.

„ჩემ სოციალურ გვერდებზე არაფერს ვშლი, გადავავლე თვალი იმ პერიოდში სხვადასხვა ადამიანის მოწერილებს. მეუბნებოდნენ, ასე რომ იქცევი, იმსახურებ ამ განსაცდელსო, ახლა კი მებოდიშებიან და თავიანთ სისასტიკეს აღიარებენ, თუმცა ახლა გვიანია, არავის ნუგეში არ მჭირდება. ყველაფერი კარგად დასრულდა, ევა ახლა პირველ კურსზეა და ფსიქოლოგის პროფესიას ეუფლება. როგორც ჩემ არჩევანში არ ჩაერივნენ ჩემი მშობლები, ანალოგიურად არ ჩავერევი ევას არჩევანში, მან უკეთ იცის, რა სჭირდება“, – განაცხადა შორენამ.