ყვითელი ამბები

„რა მოხდებოდა, რომ ვყოფილიყავით უფრო ყურადღებიანები, უფრო მზრუნველები?“ – მარი ნაკანი

ფოტოგრაფი ფიქრობს, რომ საქართველოში განვითარებისთვის ადამიანს მცირე შესაძლებლობები აქვს, ამიტომ მოუწოდებს ახალგაზრდებს, რაც შეიძლება მეტი ენა ისწავლონ და სხვა ქვეყანაში წავიდნენ.
Sputnik

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ფოტოგრაფი მარი ნაკანი ჰოლანდიაში, კერძოდ ამსტერდამშია. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამსტერდამის ერთ-ერთი ბაღია გადაღებული.

ფოტოგრაფი წერს, რომ ამსტერდამში ყველგან ბაღებია, მდინარე ფუნქციონირებს, ნავები და კატარღები დადიან, ხოლო ნავებით მოსეირნე მოსახლეობა წყალს სიცილ-კისკისით ასუფთავებს და არ ეუხერხულება ნაგვის ამოღება წყლიდან. ნაკანი თვლის, რომ კარგი იქნება, მსგავსი აქტივობები საქართველოშიც პოპულარული გახდეს.

ცოტა ხნის წინ ფოტოგრაფი Instagram-ზე ვრცელი პოსტის გამო გააკრიტიკეს. ნაკანი წერდა, რომ საქართველოში ცხოვრებით ძალიან დაიღალა, დაკარგა იმედი, რომ რაიმე შეიცვლება და მზადაა სხვა ქვეყანაში წავიდეს საცხოვრებლად.

ფოტოგრაფი ფიქრობს, რომ საქართველოში განვითარებისთვის ადამიანს მცირე შესაძლებლობები აქვს, ამიტომ მოუწოდებს ახალგაზრდებს, რაც შეიძლება მეტი ენა ისწავლონ და სხვა ქვეყანაში წავიდნენ, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებენ.

ფოტოგრაფი მეორე ქორწინებაში იმყოფება, მას ორი ქალიშვილი – ლიტა და სოფო ჰყავს.